საკონფერენციო გრანტები

 
















საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შე­უწყოს საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას; ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას.

საკონფერენციო გრანტების კონკურსი შემდეგ სამეცნიერო  მიმართულებებზე ცხადდება:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  • მათემატიკა, მექანიკა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
  • სამედიცინო მეცნიერებები;
  • საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
  • აგრარული მეცნიერებები.

 საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლიათ: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამარ­თლი­სა  და კერძო სამართლის არასამეწარ­მეო იუ­რი­დიულ პირებს და საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მაგისტრის, დოქტორის  ან მათთან გათანაბ­რებული აკადემიური ხარისხი.

საგრანტო კონკურსი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. განაცხადით ფონდიდან მოთხოვნილი საკონფერენციო გრანტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. 

 საკონფერენციო გრანტის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება:

  • კონფერენციის ორგანიზა­ტორთა ან/და დამხმარე პერ­სონალის საზღაური;
  • კონფერენციის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;
  • კონფერენციის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;
  • კონფერენციის მონაწილეთა კვების ხარჯი;
  • კონფერენციის მოსაწყობად საჭირო აპარატურის შეს­ყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;
  • კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის და­ქი­რავების ხარჯები;
  • კონფერენციის მასალების დაბეჭდვა;
  • სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.).

 გრანტის მიმღებებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინონ განხორ­ციელებული ღონისძიების ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.

საკონტაქტო პირი:  სესფ–ის პროგრამების კოორდინატორი ალექსანდრე ჟურული. ტელ: 95 04 20; 877171101.

 

ბრძანება №39

ბრძანების დანართი

 

 















დ. უზნაძის ქ. 68, 0102, ქ. თბილისი, საქართველო , ტელ: (+995 32) 95 74 16; ფაქსი: (+995 32) 95 62 05, ელ-ფოსტა: office@gnsf.ge
Copyright by GNSF.GE 2007 All right reserved. design & programming by L.K