|
მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა საჯარო სკოლებში
პროგრამა ხორციელდება საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სამეცნიერო - პოპულარული ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების სახით. პროგრამის ფორმატი მოიცავს საჯარო სკოლის X, XI და XII კლასების მოსწავლეთათვის სამეცნიერო-პოპულარული სალექციო კურსისა და პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარებას. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების ვიზუალიზაცია.
კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სამეცნიერო მიღწევებისა და სიახლეების გაცნობა, თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მიწოდება პოპულარული ენითა და მათი დაინტერესება მეცნიერებით.
პროგრამამ მოიცვა შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები: ქიმია,ფიზიკა,ბიოლოგია და მედიცინა, კოსმოლოგია და ასტრონომია, გეოგრაფია, გეოლოგია, ეკოლოგია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, საინჟინრო მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები.
სამეცნიერო - პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის განხორციელდა საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, მცხეთა, ონი, მესტია, სენაკი, ხელვაჩაური, ბორჯომი, ახალქალაქი.
2008 - დარეგისტრირდა 32 განაცხადი, დაფინანსდა 5 მეცნიერი ბიუჯეტით 24 000 ლარი. 2009 - დარეგისტრირდა 68 განაცხადი, დაფინანსდა 13 მეცნიერი ბიუჯეტით 140 400ლარი. 2010 - დარეგისტრირდა 42 განაცხადი, დაფინანსდა 14 მეცნიერი ბიუჯეტით 216 000 ლარი.
”სამეცნიერო - პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის 2010” გეგმა-გრაფიკი ქალაქების მიხედვით
ლექციები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: • ქიმია • ფიზიკა • ბიოლოგია და მედიცინა • კოსმოლოგია და ასტრონომია • გეოგრაფია, გეოლოგია, ეკოლოგია • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები • მათემატიკა • საინჟინრო მეცნიერებები.
სამეცნიერო - პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის 1 აპრილიდან დაიწყო და საქართველოს შემდეგ ქალაქებში განხორციელდება:
ივნისი
თბილისი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, მცხეთა, ონი, მესტია, სენაკი, ხელვაჩაური, ბორჯომი, ახალქალაქი.
2009 წელს პროგრამაში 15 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს.
პრეზენტაციები
• ბიოლოგია და მედიცინა
1. კონსტანტინე ჭიჭინაძე თავის ტვინის ნახევარსფეროთა ასიმეტრიის შესახებ
2. გიორგი კამკამიძე მოლეკულური მედიცინის საფუძვლები
• ფიზიკა
1. იური პაპავა გეომეტრიული ოპტიკა
2. ალექსანდრე შენგელაია მოგზაურობა მიკროსამყაროში
• გეოგრაფია, გეოლოგია, ეკოლოგია
1. გიორგი დვალაშვილი საქართველოს რელიეფი
2. მარიამ ელიზბარაშვილი ამინდი თუ კლიმატი?
• კოსმოლოგია და ასტრონომია
1. ილია ლომიძე რაში გვჭირდება ვარსკვლევები?
2. თეიმურაზ ზაქარაშვილი მზე და კოსმოსური ამინდი
• მათემატიკა
1. თორნიკე ქადეიშვილი რამდენ განზომილებიანია ჩვენი სამყარო?
2. ილია თავხელიძე ოქროს კვეთა მათემატიკასა და ხელოვნებაში
• ქიმია
1. ელიზბარ ელიზბარაშვილი რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია?
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
1. მიხეილ წიკლაური გეოსაინფორმაციო სისტემების სტრუქტურა, დანიშნულება, შესაძლებლობები და მათში გამოყენებული თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები
2. ეკატერინე კლდიაშვილი ვირტუალური ლაბორატორია
|