ახალგაზრდა მეცნიერების უცხოეთში სტაჟირებას სახელმწიფო დააფინანსებს

 
















ახალგაზრდა მეცნიერების უცხოეთში სტაჟირებას სახელმწიფო დააფინანსებს

ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით: საინჟინრო მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, მექანიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა.

უცხოეთში სტაჟირების გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონკურსის ადმინისტრირებას სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.

გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.

კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას;

  • აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ან არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი.

  • ასაკი არ აღემატება 40 წელს.

    კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. 2009 წელს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამ ახალგაზრდა მეცნიერზე გასცა გრანტი, საერთო ბიუჯეტით 27 000 ლარი, რომლებმაც სამთვიანი სტაჟირება აშშ-ში, გერმანიასა და ესპანეთში გაიარეს.

    წელს ბიუჯეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დასაფინანსებლად 150 000 ლარია გათვალისწინებული.



    კონსულტაციები კონკურსის შესახებ გაიმართება ყოველ სამშაბათს და პარასკევს ფონდის ოფისში 14:00- დან 16:00 საათამდე.
    საბუთების მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი.

    მისამართი: დ. უზნაძის ქ. №68, IV სართული;
    ტელ: 95 17 52; ფაქსი: 95 62 05;
    ელ-ფოსტა: dep_science@gnsf.ge
    საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია (ფონდის სამეცნიერო პროგრამების მართვის სამმართველოს პროგრამების კოორდინატორი)

    იხილეთ ბმულები:



  • საკონკურსო პირობები


  • ფონდში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
  •  

     

  • ბრძანება № 17














  • დ. უზნაძის ქ. 68, 0102, ქ. თბილისი, საქართველო , ტელ: (+995 32) 95 74 16; ფაქსი: (+995 32) 95 62 05, ელ-ფოსტა: office@gnsf.ge
    Copyright by GNSF.GE 2007 All right reserved. design & programming by L.K