|
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი 2010
კონკურსი შეჩერებულია
სამოგზაურო გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.
სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2009 წლის 9 ნოემბრიდან, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.
იხილეთ საკონკურსო მასალების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადები: ა) 2010 წლის იანვარი – თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2009 წლის 15 დეკემბერი; ბ) 2010 წლის მარტი – აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 თებერვალი; გ) 2010 წლის მაისი – ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 აპრილი; დ) 2010 წლის ივლისი – აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 ივნისი; ე) 2010 წლის სექტემბერი – ოქტომბრისათვის დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 15 აგვისტო; ვ) 2010 წლის ნოემბერი – დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 15 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
• პროგრამა და პირობები 2010
• ბრძანება
• ცვლილებები ბრძანებაში
• დანართი 1
• დანართი 2
• პრეზიდენტის ბრძანებულება;
• ფონდში წარსადგენი დოკუმენტაციის საკონტროლო ნუსხა
• განაცხადის შეფასების კრიტერიუმები .
პროგრამის კოორდინატორი: მაკა იაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული ტელ: 95 17 52; ფაქსი: 95 62 05 ელ-ფოსტა: low@gnsf.ge
|