პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

 
















საგრანტო კონკურსის მიზანია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს: მაგისტრს, დოქტორანტს, დოქტორს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მათი ასაკი არ აღემატება 35 წელს. პროექტები შესაძლოა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის ბაზაზე. პროექტის ხანგრძლივობაა ერთი წელი.

2007 – 2009 წლებში კონკურსში მონაწილეობდა 496 საპროექტო წინადადება, დასაფინანსებლად შეირჩა 124 პროექტი, საერთო ბიუჯეტით 1 672 522 ლარი.

სამეცნიერო მიმართულებები:
1. საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები
2. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები
3. მათემატიკა, მექანიკა
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
5. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო
6. სამედიცინო მეცნიერებები
7. საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები
8. აგრარული მეცნიერებები

2007 - დაფინანსდა 37 პროექტი, ბიუჯეტით 500 000 ლარი.
2008 - დაფინანსდა 55 პროექტი ბიუჯეტით 750 000 ლარი.
2009 - დაფინანსდა 31 პროექტი, ბიუჯეტით 450 000 ლარი.














დ. უზნაძის ქ. 68, 0102, ქ. თბილისი, საქართველო , ტელ: (+995 32) 95 74 16; ფაქსი: (+995 32) 95 62 05, ელ-ფოსტა: office@gnsf.ge
Copyright by GNSF.GE 2007 All right reserved. design & programming by L.K